„რუსმა ოკუპანტებმა 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს“, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური ქართულ მხარეს რამდენიმე საათის წინ გადასცეს. გათავისუფლებული მამაკაცი ამჟამად გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, რის შემდეგაც მას შინ დააბრუნებენ.
შეგახსენებთ, 45 წლის მამაკაცი, 20 აპრილს ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა ის პირუტყვს მწყემსავდა.