საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წეროვნის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობს.
მამუკა ბახტაძე წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლაში ჩავიდა. მან სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სკოლის მოსწავლეების მიღწევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უახლოეს ერთ წელიწადში დასახლებაში ახალი სკოლა აშენდება.