logo_geo
eng_logo
ლევან ჯიბღაშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ
- +

23 აპრილი. 2019. 11:39

 

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჯიბღაშვილი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, მსახიობი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება. გიგუაშვილის თქმითვე, აღნიშნულ ნივთიერებას ექსპერტიზა უტარდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა ის ნარკოტიკული საშუალება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner