logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: სტალინის გამო ჩემს სახლში სკანდალები ხდებოდა
- +

27 მაისი. 2016. 20:39



რუსული გამოცემა «Огонек»­ი დიდ მაესტროსთან, რობერტ სტურუასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც რეჟისორი, გარდა პროფესიული მიზნებისა, მისი ოჯახის წარსულზე,

ასევე საქართველოში „ნაცმოძრაობის" მმართველობაზე საუბრობს. კორესპონდენტის ერთ­ერთი შეკითხვა საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ისტორიაში იოსებ სტალინის პიროვნების როლს ეხება: სტალინი რუსეთში პოპულარული ფიგურა ხდება, ზოგიერთი მას „ეფექტურ მენეჯერად" მიიჩნევს..." რობერტ სტურუა პასუხობს:


 „ის, რომ ქართველები იოსებ სტალინით ამაყობდნენ, ეს გასაგებია, რადგან ჩვენ მსგავსი საერთაშორისო მნიშვნელობის ფიგურა ცოტა გვყავს. თუმცა სტალინის გამო ჩემს სახლში სკანდალები ხდებოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე პარტიული მუშაკების ოჯახში გავიზარდე. სტალინს პარტიაში შესასვლელად რეკომენდაცია პაპაჩემმა, [რევოლუციონერმა] ვანო სტურუამ მისცა. მამაჩემი, მხატვარი რობერტ სტურუაც მტკიცე სტალინისტი იყო (მან სტალინური პრემია მიიღო 1951 წელს, ჭიათურის თეატრის მოხატვისათვის). ჩემი მეორე პაპა, დედის მხრიდან, ივანე ბოლქვაძე, 37­ში დახვრიტეს. მე თვითონ მტკიცე ანტისტალინისტი ვარ. რაც შეეხება რუსეთში შექმნილ დამოკიდებულებას სტალინის მიმართ, ვფიქრობ, ეს ბოლო გამოვლინებაა"­აცხადებს სტურუა.



რეჟისორის თქმით, მალე გამოვა მისი წიგნი სათაურით „თავისუფლების ორი წელი", რომელშიც გადმოცემულია [„ნაციონალების" მმართველობის] პერიოდი, როცა იგი რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლეს: დღეს ყველაფერ იმას, რაც მაშინ მოხდა, იუმორით ვიხსენებ. აღარ მინდა იმ ამბებზე [პოლიტიკაზე] ვიფიქრო. ტელევიზორს არ ვუყურებ, მხოლოდ მუსიკას ვუსმენ. მიყვარს ჯაზი"­ამბობს მაესტრო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner