logo_geo
eng_logo
რობი უილიამსი საცობში - მომღერალი კონცერტამდე ვიდეოს ავრცელებს
- +

27 მაისი. 2016. 21:01



ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი, რომელიც დღეს "დინამო არენაზე" კონცერტს გამართავს, საცობში მოყვა.


მომღერალი კონცერტის დაწყებამდე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში იგი ქართველ მსმენელს მიმართავს.


"დღეს საღამოს კარგი კონცერტი იქნება "დინამოზე", ყველაფერი კი თქვენზეა დამოკიდებული", - მიმართავს მომღერალი ქართველ ხალხს სიმღერით.


მომღერლის გულშემატკივრები "დინამო არენაზე" 17:00 საათიდან იკრიბებიან. კონცერტის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner