logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია
- +

23 აპრილი. 2019. 15:05

 

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

 

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციის დასაწყისში მიმოიხილა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, ქვეყანა ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, მცირდება ქვეყნის ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner