logo_geo
eng_logo
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სანდრა რულოვს დაუპირისპირდნენ – განხეთქილება „ნაცებში“
- +

23 აპრილი. 2019. 16:46

 

სანდრა რულოვსის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დაპირისპირებაა. „მარშალპრესის“ წყაროს ინფორმაციი, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ერთმანეთს ქობალიას და წითლიძე-ციკუტანიას გუნდები დაუპირისპირდნენ. შტაბის მართვის სადავეები მთლიანად ქობალიას გუნდმა აიღო, ის პირები კი, ვინც შტაბს ადრე ხელმძღვანელობდნენ, ახლა უკანა პლანზე არიან.

 

ანა წითლიძეს სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე გამართული შეხვედრის დროს დაუპირისპირდა და პარტიის წევრებთან ერთად ღიად დაუფიქსირა უარყოფითი განწყობა. რულოვსმა წითლიძეს უმოქმედობაში დასდო ბრალი.

 

„ფაქტია, რომ წითლიძე სანდრა რულოვსს თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში, თუმცა მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის, ასევე ბოტკოველის და სხვა ლიდერების ჩარევით, მოხდა ისე, რომ თითქოს ერთმანეთთან დააახლოვეს, თუმცა ამან, როგორც ხედავთ, დიდხანს ვერ გასტანა. ალექსანდრე ქობალია თავისებური თამაშებით მოქმედებს წითლიძის წინააღმდეგ და რულოვსს არწმუნებს, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე არასანდოა“, - აცხადებს STV-ს კონფიდენციალური წყარო და აქვე იმასაც დასძენს, რომ რკინიგზის სადგურზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ანაკლიაში არ წავიდა.

 

„განაწყენებული წითლიძე იმავეს საღამოს ანაკლიაში გამართულ სკაიპ-ჩართვაზე არ წავიდა. სანდრა რულოვსი ახლოს არ იკარებს არც ბაჩუკი ქარდავას, ყოფილმა პირველმა ლედიმ ედპ-ს ლიდერს შეხვედრებზე მასთან ერთად წასვლა აუკრძალა, რამაც ქარდავას გაღიზიანება გამოიწვია“, - აცხადებს STV-ს წყარო.

 

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში მმართველობითი რგოლიდან მთლიანად ჩამოხსნეს ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია. არენაზე არ ჩანან არც თეიმურაზ ბასილაია და მალხაზ ციკუტანია, რამაც პარტიის ადგილობრივ ლიდერებში პროტესტი გამოიწვია.

 

რა მოხდება მერის შუალედურ არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტიაში, ჯერჯერობით არაპროგნოზირებადია. დაპირისპირება პარტიაში კი პიკს აღწევს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner