logo_geo
eng_logo
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი“: გაფიცულმა მაღაროელებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს
- +

26 თებერვალი. 2016. 10:35



კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცულმა მაღაროელებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს.


კომპანია მაღაროს ადმინისტრაციის შენობაში გაფიცული მაღაროელების შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  „სიტუაცია უკიდურესად" დაძაბული იყო.



საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.



„საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა" წუხელ მაღაროელებს კანონის ფარგლებში დარჩენისკენაც მოუწოდა, ასევე მიმართა სამართალდამცველებს, მოეხდინათ დროული და შესაბამისი რეაგირება.



ჯი-აი-ჯი ჯგუფი" მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები", - ნათქვამია განცხადებაში.




ტყიბულში გაფიცული მაღაროელები წუხელ მაღაროს ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.


ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner