„38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, დისკომფორტი რომ არ შეიქმნას შესვლაზე, რომ არ იყოს საცობები, მობრძანდით ადრე",- მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრმა მიხეილ გიორგაძემ რობი უილიამსის კონცერტზე დასწრების მსურველებს.
მიხეილ გიორგაძის თქმით, მსმენელს სტადიონზე უჩვეულო გარემო, სასიამოვნო მუსიკა და გამაგრილებელი სასმელები დახვდება.
„17:00 საათზე იღება კარი. დაახლოებით 19,00 საათიდან იწყება რობი უილიამსის კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოები. სცენის გადაწყობის შემდეგ, რობი უილიამსის კონცერტიც დაიწყება,"- აღნიშნა გიორგაძემ, რომელმაც კონცერტის დაწყების დრო არ დააკონკრეტა.