logo_geo
eng_logo
თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი
- +

27 მაისი. 2016. 21:12


 

26-29 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალი 26 მაისს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრო.

ფესტივალი, რომელიც წელს პროექტის - „Check in Georgia" ფარგლებში იმართება,მრავალფეროვნებითა და მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩევა.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში, ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდება და საქართველოში არსებულ ყველა რეგიონულ ცენტრალურ ბიბლიოთეკას 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა. თბილისის წიგნის ფესტივალის პერიოდში ბიბლიოთეკარებს საშუალება მიეცემათ შეავსონ წიგნადი ფონდი ახალი და მრავალფეროვანი წიგნებით.

პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლებთან, წიგნის გამავრცელებლებთან და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საავტორო სტენდი. სტენდზე გამოიფინება სამინისტროსა და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოცემული წიგნები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის მიერ დაფინანსებული გამოცემების - „ძველი ქართული სამკაული" ( ქარჩხაძის გამომცემლობა) და „წიგნი ქალილასი და დიმნასი" (გამომცემლობა „ბაკმი") პრეზენტაციები და საჯარო დისკუსიები. ასევე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქართული წიგნის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია.

ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, ლიტერატურული დაჯილდოება, წლის ბლოგერის გამოვლენა, პატარა მკითხველებისთვის სპეციალური კუთხეების მოწყობა, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშო ღონისძიებით.

თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად ეყოლება საპატიო სტუმარი, ამ სტატუსით წელს საჯარო დისკუსიას გამართავს დიმიტრი გლუხოვსკი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner