logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საჭიროა ხალხთან ინტენსიური კომუნიკაცია, ვიდრე საქმე მივა გართულებამდე
- +

23 აპრილი. 2019. 20:42

 

„მნიშვნელოვანია, ხალხს ვესაუბროთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ვიდრე საქმე მივა გართულებამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. ამასთან  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხალხთან კომუნიკაცია იქნება ერთგვარი პრევენცია, რათა პანკისში განვითარებული პროცესები აღარ განმეორდეს.

 

„ზოგადად, კანონი უნდა იყოს განუხრელად დაცული. ამავდროულად, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა,  კომუნიკაცია იმისათვის, რომ პირველ რიგში პრევენცია განხორციელდეს მომავალში ისეთი სურათის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ასევე, მნიშვნელოვანია ხალხს ვესაუბროთ კონკრერულ პროექტებთან დაკავშირებით, ვიდრე საქმე მივა ასეთი ტიპის გართულებამდე. საჭიროა ინტენსიური კომუნიკაცია და რათქმაუნდა ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner