logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძემ 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადასცა
- +

23 აპრილი. 2019. 20:53

 

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე, „აჩუქე წიგნის“ აქციის ფარგლებში, 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და  მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

 

„ძალიან კარგია, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდა, განვითარებული და ჯანსაღი თაობა ჩვენი მომავლის საწინდარია. განათლებული და წიგნიერი ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა ვეცადოთ, წიგნმა არ დაკარგოს მნიშვნელობა, ბავშვებს უფრო მეტად უნდა შევაყვაროთ კითხვა და დავაახლოვოთ წიგნთან. მოგიწოდებთ ყველას ხელი შეუწყოთ ცოდნის გავრცელებას და ჩაერთოთ ამ კამპანიაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner