logo_geo
eng_logo
„ტკივილი ჩემი ქვეყნისა“ - ამირან ისიანის პერსონალური გამოფენა
- +

23 აპრილი. 2019. 23:00

 

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამოფენო  დარბაზში საქართველოს მხატვართა კავშირის ხელშეწყობით გაიმართა პროფესიონალი მხატვრისა და რეჟისორის ამირან ისიანის პერსონალური გამოფენა „ტკივილი ჩემი ქვეყნისა“.

 

ამირან ისიანის შემოქმედება ისევე როგორც თავად პიროვნება, საინტერესო და მრავალფეროვანია. ეს მრავალფეროვნება აისახა არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ კინომატოგრაფიაშიც.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს შემოქმედის ტკივილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგედიაა. გამოფენილია მხოლოდ ერთი ფერწერული ტილო „სიკეთე! ბოროტისა?!“ და ნაჩვენები იყო მის მიერ გადაღებული დოკუმუნტური და ანიმაციური ფილმები: „საქართველო ჩვენია, გაიგე რუსო!“, „ჯაჭვი“, „ნუ ტირი“ და ანიმაციური ფილმი „ფერისცვალება“, რომელიც 1992 წელს მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე „დებიუტი“ დაჯილდოვდა დიპლომით. გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი კვარტეტი და ანსამბლი „გიორგობა“ - ცეკვა ხორუმის შესრულებით.

 

მოკლე ბიოგრაფია

ამირან ისიანი დაიბადა 1959 წლის 23 აპრილს ქ. ქუთაისში.

პერსონალური გამოფენები:

2008 წელი „პროკრედიტ ბანკი“ თბილისი

2003 წელი ძველი გალერეა“ თბილისი

1985 წელი მხატვართა კლუბი ამირანი თბილისი

 

ჯგუფური გამოფენები:

2009 წელი - ბოლნისი

1993 წელი - „პორტ დე ვერსალი“ პარიზი

1992 წელი - მოსკოვი

1989 წელი - მოსკოვი

1988 - ქუთაისელ მხატვართაგამოფენა, ქუთაისი

1985 წელი - სტუდენტური გამოფენები ( სოხუმი, ბათუმი, ტალიონი, პრაღა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner