საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 30 მაისს წერილს გამოაქვეყნებს. მთავრობის ყოფილი მეთაური „ქართული ოცნების" გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს.
„ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ივანიშვილმა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.