„კიდევ კარგი, რააა... აი, კიდევ კარგი, კომუნისტებმა ფილარმონიის, მეტროს, თეატრების, სპორტის სასახლისა და სხვა რაღაცების აშენება მოასწრეს, თორემ დღეს ჯოხებით და წვეტიანი ქვებით ხელში სტვენა-სტვენით ვირბენდით რომელიმე უსახელო გამზირზე!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატიაში წერს:
„გაიმართებოდა ფართომასშტაბიანი აქციები მოთხოვნით: არ გვინდა ფილარმონია! არ გვინდა სპორტის სასახლე! არ გვინდა თეატრები! არ გვინდა მეტრო!
გამოჩნდებოდნენ „ექსპერტები“ და არასამთავრობოები, რომლებიც დაზეპირებული ტერმინებით დაიწყებდნენ ბოდიალს და ბოლოს მრავალმნიშვნელოვნად დაასკვნიდნენ: იცით, შეიძლება გვინდა, შეიძლება არ გვინდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრ შეკითხვას ბადებს!
საზოგადოებაში ატყდებოდა ერთი ამბავი, სოციალურ ქსელებში დაიდებოდა ბრძნული გამონათქვამები, ანალიზები, სტატუსები, კვლევები, თვეების განმავლობაში ვიდავებდით, მაგალითად, მეტრომ აღმა უნდა იაროს თუ დაღმა, როგორი ესკალატორი სჯობს - ასეთი თუ ისეთი... ბოლოს დავასკვნიდით, რომ ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილს უდევს წილი და... ესე იგი, არ გვინდა!
მადლობა, ვასილ პავლოვიჩ... და ბოდიში, რომ დედაქალაქში ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვიდგას, ეგეთი უცნაური ერი ვართ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.
წყარო: lid.ge