logo_geo
eng_logo
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

24 აპრილი. 2019. 12:12

 

 

17 აპრილს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.ბ-ს ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 16 749.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 259.24 გრამი) გამოავლინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner