logo_geo
eng_logo
აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
- +

24 აპრილი. 2019. 12:53

 

 

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროს მომსახურება უფასო იქნება“, - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, აღდგომის დღესასწაულის გამო, შემუშავდა ავტობუსების რვა დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს.

 

„ეს მეტროსადგურებია - „ვარკეთილი“, „დიდუბე“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „სარაჯიშვილი“. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ რვა მარშრუტია. 28 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner