logo_geo
eng_logo
გაუპატიურებისთვის ბრალდებულებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

24 აპრილი. 2019. 13:39

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები  ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო. 

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ ქ.თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის - ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს.  

 

სამართალდამცველებმა ჯ.ე. და უ.გ. 2018 წლის 4 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner