პოეტი ერეკლე საღლიანი „კვირის პალიტრასთან“ ნიკა გვარამიას სიძულვილის ენაზე საუბრობს. მისი თქმით „რუსთავი 2“ის ეთერში ბილწსიტყვაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.
„მიზეზის გამომწვევი მიზეზი არის უხამსი ხელწერა, რომელმაც საზოგადოების ყველა ფენაში მოიკიდა ფეხი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ერთი კონკრეტული ადამიანის ხელწერა. მაშინ ხელისუფლებაში არ იყვნენ მოსული „ნაციონალები“ და ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა ცოტა გადააჭარბა მათ კრიტიკას. დახვდნენ და სცემს, კომენტარიც გააკეთეს, ხულიგნური იყო მისი მოქმედება და პასუხიც შესაბამისი მიიღოო. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, ვინმეს მისთვის პირდაპირ ეთერში რომ ეგინებინა, რა მოხდებოდა?!“ - განაცხადა ერეკლე საღლიანმა.