logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე
- +

24 აპრილი. 2019. 15:09

 

 

„შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა.

 

„ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა ამ კუთხით და ბუნებრივია, გაგრძელდება კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner