logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ამ კანონპროექტით ვაკანონებთ უსამართლობას!
- +

27 მაისი. 2016. 22:11



დეპუტატების - თეიმურაზ ჭკუასელისა და ნანა ყეინიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ზურაბ ქადაგიძე არასრულყოფილს უწოდებს. როგორც „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერმა „რეპორტიორს" განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები. მისი აზრით, პოლიტიკაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უფრო აქტიურად ჩართვა უნდა მოხდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად და არა ხელოვნური ჩარევის გზით.



კანონპროექტში გათვალისწინებულია, რომ ყოველ სამ დებუტატში ერთი განსხვავებული სქესის ადამიანი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ მივიღოთ მოცემულობა, რომ კანონის გაუმართაობის და არასრულყოფილების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, ის ვერ მოხვდება პარლამენტში. მეორე  მხრივ, კი ამ კანონის მიზანია გენდერული ბალანსის დაცვა პარლამენტში, რეალურად კი ვაკანონებთ უსამართლობას. კანონის მიღების შემთხევევაში, ჩვენ მდედრობით სქესს ვეუბნებით, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი უნარები იმისა, რომ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაყრდნობილი კონკურსის წესით მოვიდნენ პოლიტიკაში და აიწყონ წარმატებული პოლიტიკური კარიერა, სწორედ ამიტომ მათ პოლიტიკაში მოღვაწეობას კანონის ძალით გავნსაზღვრავთ. ეს პირდაპირ არის მდერობითი სქესის დისკრიმინაცია და მისი დამცირება. ჩვენი ორგანიზაცია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დიკრიმინაციას. დაუშვებელია, ადამიანი პარლამენტში იყოსიძულებით" კანონის ძალით. აღნიშნულ ინიციტივას შეუძლია უამრავი პროფესიონალი ადამიანი დატოვოს პოლიტიკის მიღმა, პროფესიონალები, რომელთაც ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქვეყნის წინსვლასა და განვითრებაში", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner