logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად
- +

24 აპრილი. 2019. 15:36

 

 

„პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოქალაქეების ქმედებები, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებიდან იყო გასული“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდება თუ არა იმ მოქალაქეების დაკავება, ვინც კანონი დაარღვია, მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

„პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. რაც შეეხება ფორმალურ და სამართლებრივ პროცედურებს, ეს პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, კანონის შესაბამისად. როგორც კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. საუბრები იმის შესახებ, რომ იქ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა, რომ თურმე პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა...- აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც იქ პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში. მოქალაქეების ქმედებები, იურიდიული შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო კანონის ფარგლებიდან გასული. ამაზე კითხვები არც უნდა არსებობდეს“,-  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner