ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 504 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
7 კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები; საგზაო ნიშნები; სანიაღვრე არხები.
გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.