logo_geo
eng_logo
ვლადიმერ კონსტანტინიდი: ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები არის დესტრუქციული ქმედება
- +

24 აპრილი. 2019. 17:54

 

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები სისტემატურად მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

 

მისი შეფასებით, ეს არის დესტრუქციული ქმედება, რომელიც არც ერთ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება.

 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. სისტემატურად მიმდინარეობს ასეთი წვრთნები. მაგალითად. შარშან 100-ზე მეტი წვრთნა ჩატარდა სხვადასხვა მასშტაბის. წელს 3000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს სწავლებაში. რაც შეეხება შეფასებას, პირველი – ეს არის დესტრუქციული ქმედება, რომელიც არც ერთ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება. მეორე – ეს არის მილიტარიზაციის ნაწილი, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეწევა ოკუპირებულ რეგიონებში“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ყველა ასეთი მოქმედება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად რეგიონში.

 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner