logo_geo
eng_logo
საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა
- +

24 აპრილი. 2019. 18:44

 

 

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა.

 

ნუგზარ მჭედლიძემ და გაბრიელ მელანაშვილმა ოკუპირებული ცხინვალი სასამართლო პროცესის შემდეგ დატოვეს.

 

როგორც  „პირველი არხის“ ჟურნალისტი იუწყება, გათავისუფლებულები ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს და მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაჰკითხავენ.

 

ნუგზარ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner