Foreign Policy-ის ინფორმაციით, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატახ ას-სისი გასაყიდად გაიტანეს. გაყიდვის ლოტი ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე გამოჩნდა. მედიის ცნობით, მიზეზი პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელის თანახმადაც, გადაწყვიტა, ეგვიპტის ვალის გამო შემნილი კრიზისი ნებისმიერი ხერხით მოაგვაროს, ამისათვის საკუთარი თავის გაყიდვაც რომ დასჭირდეს. განცხადება ეგვიპტის პრეზიდენტმა 24 თებერვალს გააკეთა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდენტი ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. ლოტის ღირებულება 100 ათას დოლარამდე გაიზარდა.