logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მასწავლებელი, რომლის მოსწავლეც 100% წარმატებით ჩააბარებს საატესტატო გამოცდას, უნდა წახალიდეს
- +

27 მაისი. 2016. 22:37



საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების შედეგებს,  სადაც რამდენიმე ათასმა მოსწავლემ ვერ შეძლო გამოცდის ჩაბარება, სავალალოს და საგანგაშოს უწოდებს „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი დავით ჩიხელიძე. მისი თქმით, ეს რეზულტატი განათლების სამინისტროს მუშაობის ლოგიკური პროდუქტია.


უკვე წლებია, რაც განათლების სფეროს რეფორმირებას მოვითხვთ, გავაკეთეთ არაერთი მიმართვა და გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციტივა, რომელთა გათვალისწინება  მნიშვნელოვნად აამაღლებდა განათლების დონეს საქართველოში.

 

 

ერთ ერთი ბოლო განცხადება გავაკეთეთ 10 მარტს, როდესაც მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა 83% ვერ შეძლო გადაელახა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი. მაგრამ აღნიშნულ მასწავლებლებს არ შეჩერებიათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის შესაძლებლობა. ლოგიკურია, რომ მასწავლებელი, რომელიც თვთონ გახლავთ ჩაჭრილი, ვერ შეძლებს სრულყოფილი განათლება მისცეს მოსწავლეს. სამწუხაროდ, მაშ განათლების სამინისტროს არ ქონია რეაქცია, დღეს კი უმოქმედობის შედეგს ვიმკით. რა არის გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობიდან? მაშტაბური ხასიათი უნდა მიიღოს მასწავლებელთა გადამზადებამ, რათა მათ შეძლონ დღეს არსებული სტანდარტების დაკმაყოფილება, ასევე უნდა მოხდეს იმ მასწავლებლების ფულადი წახალისება, რომელთა მოსწავლეების 100% წარმატებით ჩააბარეს საატესტატო გამოცდას. ასევე უნდა მოხდეს იმ მასწავლებლის ფინანსური დასჯა, რომლის მოსწავლეც ვერ შეძლებს აღნიშნული გამოცდების ჩაბარებას. არ არსებობს ბავში, რომელიც სწორი მუშაობის გზით ვერ შეძლებს გამოდის მინიმალური ზღვარის გადალახვას (არ ვგულისხმობთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს) ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელი თაობა არის ჩვენი მომავალი, მომავალი, რომელსაც გაფრთხილება და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. დრო მოვიდა განათლების სამინისტრომ და თითოეულმა მასწავლებელმა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია სახელწიფოს წინაშე", - აცხადებს ჩიხელიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner