არქეოლოგებმა ეგვიპტის სამხრეთით, ასუანის პროვინციაში მასშტაბური უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის.
სამარხი, რომელიც მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, რამდენიმე ოთახისგან შედგება. მასში შესასვლელი კარი დიდი ლოდით იყო ამოვსებული. სწორედ ამის გამო, სამარხი 2 ათასი წლის განმავლობაში ხელშეუხებელი რჩებოდა.
ეგვიპტის უძველესი ძეგლების სამინისტროს თანახმად, სამარხის შიგნით არსებული წარწერებზე დაყრდნობით შეძლეს ძირითადი დაკრძალულის სახელწოდების - ტიიტის ამოკითხვა. გარდა ამისა, სამარხში 30 მუმია აღმოაჩინეს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
ცნობისთვის, 2015 წლიდან მოყოლებული არქეოლოგებმა ამ რეგიონში 25 ასეთი სამარხი აღმოაჩინეს.