logo_geo
eng_logo
არქეოლოგებმა ეგვიპტის სამხრეთით მასშტაბური უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
- +

25 აპრილი. 2019. 01:34

 

 

არქეოლოგებმა ეგვიპტის სამხრეთით, ასუანის პროვინციაში მასშტაბური უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის.

 

სამარხი, რომელიც მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, რამდენიმე ოთახისგან შედგება. მასში შესასვლელი კარი დიდი ლოდით იყო ამოვსებული. სწორედ ამის გამო, სამარხი 2 ათასი წლის განმავლობაში ხელშეუხებელი რჩებოდა.

 

ეგვიპტის უძველესი ძეგლების სამინისტროს თანახმად, სამარხის შიგნით არსებული წარწერებზე დაყრდნობით შეძლეს  ძირითადი დაკრძალულის სახელწოდების - ტიიტის ამოკითხვა. გარდა ამისა, სამარხში 30 მუმია აღმოაჩინეს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

 

ცნობისთვის, 2015 წლიდან მოყოლებული არქეოლოგებმა ამ რეგიონში 25 ასეთი სამარხი აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner