logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებას ეხმაურება
- +

25 აპრილი. 2019. 01:56

 

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას.

 

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარების პროცესი უწყვეტია.

 

„სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება. რაც შეეხება მარტვილში უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ ახლა, როდესაც ოჯახი გლოვობს და ჯერ ბავშვი არ დაუკრძალავთ, ამაზე ჩემგან საუბარი არასწორია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner