logo_geo
eng_logo
აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
- +

25 აპრილი. 2019. 11:54

 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის აკაკი ბობოხიძის განცხადებით,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია.

 

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამო, აუცილებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე  7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს შეთანხმების დარღვევას.

 

„ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს მოვუწოდებთ, სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner