ავტორი ალა გრიგალაშვილი
უბედური შემთხვევა ჭიათურაში - სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად 4 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მცირეწლოვანი, მეორე კლასის მოსწავლე სხეულის მძიმე დაზიანებებით რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართავობის გამო, მძღოლს სატვირთო ავტომობილი დაუგორდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ბავშვებს დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით „რეპორტიორი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს უახლოეს დროში გვაცნობებს.