logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დავითგარეჯის საკითხზე გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, არც პროვოკაციას გამოვრიცხავ
- +

25 აპრილი. 2019. 14:54

 

„დავითგარეჯის საკითხზე გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, არც პროვოკაციას გამოვრიცხავ,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც, აზერბაიჯანსაც, რადგან დიპლომატიური ხაზები არსებობს. გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც საკითხს ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, ამ თემაზე მუშაობაა საჭირო. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას აქვს, თუმცა ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, რაც საქართველო-აზერბაიჯანს გააჩნიათ, ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარასოდეს არ უნდა დადგეს“,-  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის ინფორმაციაზე, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ, კომენტარი გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან მუშაობენ, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტურისტების გადაადგილება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner