logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ შეიძლება დავითგარეჯთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად
- +

25 აპრილი. 2019. 14:54

 

„დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კითხვაზე, დავითგარეჯში ვითარების დაძაბვა უკავშირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამას გამორიცხავს.

 

„პირველ რიგში ინფორმაციის დაზუსტება დამჭირდება. დარწმუნებული ვარ, რეალურად თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner