logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დავით მესხიშვილის ნაექსპერტალი მე არაფერი მინახავს
- +

25 აპრილი. 2019. 16:12

 

„დავით მესხიშვილის ნაექსპერტალი მე არაფერი მინახავს,“-  ასე გამოეხმაურა კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მეტრო დღეს არ არის უსაფრთხო და პრობლემები, რომელიც არსებობს, არაკომპეტენტურობასთან არის პირდაპირ კავშირში.

 

კახა კალაძის თქმით, 20-25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა მეტროში და ახლა შეურაცხყოფის მიყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ მეტროში, მიუღებელია.

 

„დავით მესხიშვილის ნაექსპერტალი მე არაფერი მინახავს. რაც შეეხება სამუშაოებს, მთელი 20-25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა მეტროში. ერთადერთი დავით ნარმანიას დროს დაიწყო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია.

 

მათ საერთოდ თითი არ დაუკარებიათ არაფერზე. კეთილი ინებონ, ხალხს მაინც ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას. არაპროფესიონალებს ეძახიან ადამიანებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ მეტროში, ემსახურებიან თბილისა და თბილისელებს.

 

15 ვაგონის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და სექტემბერში დაემატება მეტროს. დაახლოებით 60 პროცენტით გაიზრდება არსებული ვაგონების რაოდენობა და ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, მაგრამ ამით ვამთავრებთ რეაბილიტაციის სამუშაოებს, რადგან დანარჩენი ძველი ვაგონები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ყველანაირი რესურსის აქვს ამოწურული და შესაბამისად მოგვიწევს ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვა, რათა მეტრომ უპრობლემოდ მოახერხოს მგზავრთა ნაკადის გადაყვანა“,-   განაცხადა კახა კალაძემ.

 

კახა კალაძის ინფორმაციით, დაწყებულია სამუშაოები, რათა მოხდეს რეაბილიტაცია ძალოვანი კაბელის, ასევე სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner