logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია
- +

25 აპრილი. 2019. 16:36

 

„დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომელიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო.

 

„ეს ინფორმაცია როგორც კი შევიტყვეთ, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა. საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას, რომელიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო. ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, უფრო ინტენსიურად წარიმართოს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინციდენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“,-  განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner