logo_geo
eng_logo
შსს: მეტროში მოქალაქეთა შემოწმება კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება
- +

25 აპრილი. 2019. 16:43

 

„პოლიცია პერიოდულად ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს“, - ამის შესახებ „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მეტროში ჩასვლისას მოქალაქეთა შემოწმება დანაშაულის პრევენციის მიზანს ემსახურება

 

„მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით პოლიცია უფლებამოსილია, „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად“, - აცხადებენ შსს-ში.

 

სამართალდამცველთა მხრიდან მეტროსადგურში შესვლის წინ მოქალაქეთა შემოწმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner