რამდენიმე დღის წინ სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მომღერალი ცისანა სეფიაშვილი faebook-ზე წერს:
„ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ვერ მივიღებ 7 ნოემბრის და 26 მაისის შემქმნელებისგან ძალადობის გაპროტესტებას!" - წერს სეფიაშვილი სოციალურ ქსელში.
მომღერლის სტატუსი შოუ-ბიზნესისა და კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა გააზიარა FACEBOOK-ის პირად გვერდზე; მათ შორის, მოდელმა თაკო ჩხეიძემ.