დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის განცხადებით, ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის და აზერბაიჯანელ სამხედროებს ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები და კვლავ არ უშვებენ იქ მომლოცველებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში.
„შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, დაათვალიერეს ადგილები, რომ მას თვითონ სცოდნოდა, რა ტერიტორიებზეა საუბარი და ამის გამო განაცხადა აზერბაიჯაბულმა მხარემ, რომ ვინაიდან ვიზიტი არ შეგვითანხმეთ და ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით, მიმართეს ასეთ „სადამსჯელო“ ზომას“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
დღეს არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენა მოითხოვა.