logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას
- +

25 აპრილი. 2019. 21:29

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში საბანკო რეგულაციებს ბაზარზე არსებულ ვითარებას  ეხმაურება და წერს, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას.

 

„ფიზიკური პირების დაკრედიტებისას პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგები ლარის დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების შეთავაზებები იყო. დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე – „სესხი რეპეტიტორებს“, ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს. ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითები, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისათვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს. ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, – წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner