რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს მოქალაქეები მეტროპოლიტენში და რას გეგმავს თბილისის მერია, რომ ყველაზე სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხო იყოს- თბილისის მთავრობა მეტროსადგურების სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც მწყობრიდან გამოსულმა გადამცემმა ხაზმა 24 აპრილს, გოცირიძის სადგურზე შეფერხება გამოიწვია. მასშტაბური პროექტისთვის 17 მილიონ დოლარს აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს.
მიმდინარე წელს მეტროს დაზიანების 100 და მგზავრთა ევაკუაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მერის ინფორმაციით, სხვადასხვა წლებში ეს სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირი იყო:
2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა;
2018 წელს იყო 305 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა;
2019 წელს კი გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა.