თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისში 220 ავტობუსის შემოსაყვანად, ხუთი თვის გამოცხადებულ ტენდერზე გამარჯვებული გამოავლინა. ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა.
საბოლოოდ, სატრანსპორტო კომპანია 64,79 მილიონს გადაიხდის. ამ დრომდე დავების საბჭო ტენდერში მონაწილე კომპანიების საჩივრებს განიხილავდა.
შესყიდული ავტობუსები სატრანსპორტო კომპანიამ ეტაპობრივად, არაუგვიანეს რვა თვის (2020 წლის 24 იანვარი) განმავლობაში უნდა მიიღოს. თურქეთში წარმოებული ISUZU-ს მარკის ავტობუსები Novociti Life-ს მოდელის იქნება.
ავტობუსის მახასიათებლები
სიგრძე — 7,9 მ;
სიგანე — 2,9 მ;
სკამი — 21 ცალი;
მგზავრთა საერთო რაოდენობა — 53;
შშმ პირებისთვის ადაპტირებული;
კარი — წინ და უკან;
გათბობა / კონდიცირების სისტემით აღჭურვილი;
USB დამტენებით აღჭურვილი;
WiFi მოდემით აღჭურვილი.