საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად აყავდება.
„ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება, ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული, ნორმალური სიბერე გვქონდეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.