რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტისთვის მზადება იწყება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დაინტერესებული რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით, განიხილოს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სიმფეროპოლში სატაძრო მეჩეთის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის რესპულიბკის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტის ფორმატი“, - ნათქვამია ბრძანებაში.
თურქეთის ვიზიტის ლიდერის ყირიმში ჩასვლის შესახებ საუბარი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ერდოღანის ყირიმში დაპატიჟება პუტინს ადგილობრივი მუსლიმების მუფთიმ ემირალი აბლაევმა სთხოვა, პუტინმა კი უპასუხა, რომ ერდოღანმა მიწვევას დადებითად უპასუხა.
სიმფეროპოლში სატაძრო მეჩეთის გახსნა 2019 წლის ბოლოს იგეგმება.