logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: შენგენის ზონის ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
- +

26 აპრილი. 2019. 01:52

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, შენგენის ზონის ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან პრევენციული ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას, რათა მსგავსი საკითხი მომავალში დღის წესრიგში არ დადგეს.

 

მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ მიმართულებით იყო წარმოებული, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულიყო.

 

„სირთულეები არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში დგას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით არ უნდა გავაძლიეროთ ის ძალისხმევა, რათა მოვახდინოთ ამის პრევენცია. უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი ქვეყნისთვის, რასაც უამრავი სიკეთე მოყვება. ამავე დროს, დავინახეთ, რომ ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ვაწარმოეთ, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულიყო. დღეს ვართ იმის წინაშე, რომ ეს სტატისტიკა გაზრდილია. სტატისტიკა ყოველთვის მერყევი იქნება, თუმცა ასეთი რეალობა დადგა“, - განაცხადა ქაცარავამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner