logo_geo
eng_logo
შსს-ს ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა
- +

26 აპრილი. 2019. 10:39

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა.

 

უწყების ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა მუშაობის შეფასების პროცესი და მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით.

 

აკრედიტაციის მოსაპოვებლად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში 2018 წლის დასაწყისიდან დამტკიცდა ტექნიკური სახელმძღვანელოები, სტანდარტული ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცედურები, ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ტესტირებები გაიარეს.

 

„საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტაციის მოპოვების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში მომზადებული დასკვნა აღიარებული და მისაღებია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროექტი აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ექსპერტიზის სხვა მიმართულებების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner