logo_geo
eng_logo
დავით გარეჯში, მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა
- +

26 აპრილი. 2019. 10:44

დავით გარეჯში მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა დაუდასტურა.

 

,,საბედნიეროდ გზა გაიხსნა, მომლოცველებს და სასულიერო პირებს გადაადგილების საშუალება დილიდან მოგვეცა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბილიკების გაკეთებაც შეწყვიტეს“, - განაცხადა მამა კირიონმა.

 

ოთხი დღის განმავლობაში დავით გარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკების ბლოკირება აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს, რის გამოც იქ სასულიერო პირებს და დავით გარეჯის სტუმრებს გადაადგილება შეეზღუდათ.

 

აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. საქართველოს საგარეო უწყებაში აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ განაცხადეს, რომ შედგა შეთანხმება ბილიკების გახსნის თაობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner