საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე, საქართველოს პარლამენტში, ხშირ შემთხვევაში ქვორუმის არ არსებობის მიზეზებს განმარტავს.
დეპუტატი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, დამატებით ხარჯებთან. მისი თქმით, ქუთაისში ჩასვლა დამატებითი ხარჯია სახელმწიფოსთვისაც და დეპუტატებისთვისაც.
„მე მაგალითად, კარგა ხანია უკვე ბენზინისთვის ჩემს ფულს ვხარჯავ, იმიტომ, რომ როდესაც ღონისძიებაზე მიდიხარ, მოდიხარ, არ გყოფნის ის, რაც ოფიციალურად ბიუჯეტიდან გამოყოფილი,"- განაცხადა გუგული მაღრაძემ.