logo_geo
eng_logo
10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა
- +

26 აპრილი. 2019. 11:27

10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა. დაკავების შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

რაც შეეხება ბავშვებს, სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

 

ამასთან, როგორც 20 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, უკრაინელი ბავშვების საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შსს-ში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ასევე უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 1431-ე მუხლის I ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი).

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner