logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დავითგარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა, არა ამოწურული
- +

26 აპრილი. 2019. 12:07

 

 

„დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა, არა ამოწურული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა გადაწყვეტილია.

 

„პერიოდულად ასეთი პრობლემები თავს იჩენს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებს ემთხვევა. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა გააგრძელონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს“,-  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ოთხი დღის განმავლობაში დავითგარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკები  აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაბლოკეს, რის გამოც იქ სასულიერო პირებს და დავითგარეჯის სტუმრებს გადაადგილება შეეზღუდათ.

 

აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. საქართველოს საგარეო უწყებაში აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ განაცხადეს, რომ შედგა შეთანხმება ბილიკების გახსნის თაობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner